
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 93]
თემა:
დედაკაცი
ყოველი კეთილგონიერი და ღვთისმოყვარე ქალი განანათლებს და მოაქცევს ყოველთა გარემოს მისსა. იგი მოაქცევს
ყოველი კეთილგონიერი და ღვთისმოყვარე ქალი განანათლებს და მოაქცევს ყოველთა გარემოს მისსა. იგი მოაქცევს და განამტკიცებს სათნოებასა შინა ყოველთა მისთა მახლობელთა. ერთს კარგს მაგალითს გეტყვი თქვენ ამაზედ: ვიცით ჩვენ ყოველთა, რა დიდი მნათობი იყო მღვდელმთავარი გრიგორი ნაზიანზელი, ღვთისმეტყველად წოდებული. დედა წმიდისა ამის მწყემსმთავრისა იყო სათნო და პატიოსანი ქრისტიანე; გარნა მამა მისი უწინ იყო კერპთმსახური, რომელსა ფრიად სძულდა ქრისტიანობა. დიდი მეცადინეობა და გონიერება იხმარა კეთილმან ამან ქალმან მოქცევისათვის თვისისა მეუღლისა: არ დასცხრებოდა იგი დღე და ღამე ვედრებად და მხილებად მისა; ზოგჯერ მოფერებით, ყვედრებითა და მრისხანებითა, და ყოვლითა სახითა ესოდენი ღონე იხმარა, რომელ მოაქცია და გააქრისტიანა იგი. ესე ვითარი დედანი მრავალნი იყვნენ პირველთა შინა საუკუნეთა.
|