
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 92]
თემა:
დედაკაცი
უწინ და ახლაც კიდევ, უმეტეს ნაწილად აღზრდა ქალისა იყო შინაური. ქალი იზრდებოდა შინ, დედ–მამის
უწინ და ახლაც კიდევ, უმეტეს ნაწილად აღზრდა ქალისა იყო შინაური. ქალი იზრდებოდა შინ, დედ–მამის მხედველობის ქვეშ; ქალს მისცემდნენ ხელში საღმრთო წერილს, ასწავლიდნენ დავითნს და ჟამნს, საეკლესიო გალობას, წერასა; მიაჩვევდნენ ოჯახის მოვლას, ასწავლიდნენ შინაურს ხელოვნებას; ცხოვრებაცა ქალისა იყო განუყოფლივ შინაური. და ესრეთ ვგონებ, რომ უმჯობესად და კეთილ–გონიერად მოამზადებდნენ მათ მომავლის შინაურის ცხოვრებისათვის, ვინაიდგან იგინი სრულიად შეიტყობდნენ, რაც მოელის მათ და მიეჩვეოდნენ მომავალსა ცხოვრებასა თვისსა.
|