ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 94]
თემა:
დედაკაცი
დიდ არს ფრიად მნიშვნელობა ქალისა ქრისტიანობასა შინა. ყოველი ადამიანი პირველთა წელთა ცხოვრებისა
დიდ არს ფრიად მნიშვნელობა ქალისა ქრისტიანობასა შინა. ყოველი ადამიანი პირველთა წელთა ცხოვრებისა თვისისათა გაატარებს დედის ხელთა შინა; მისგან მიიღებს პირველ ჰაზრთა, მიდრეკილებათა, მისგან ისწავლის პირველსა ლოცვასა. მაშასადამე, ესრეთ უნდა ვსთქვათ, რომელ ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოვლისა ადამიანისა თითქმის დამტკიცებულ არს ქალსა ზედა. უკეთუ დედა არის აღვსებული გონიერებითა, ჭკუითა, სასოებითა და სიყვარულითა, შვილიცა მისი გამოვა კეთილი და ღვთისმოყვარე.
|
|