წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - დედაკაცი
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: დედაკაცი

ვინ იფიქრებს და ვინ იტყვის, რომ ქალისათვის არ იყოს საჭირო ჭკუა და მხნეობა? გარნა მრავალი შემთხვევა და ჩვეულება გამოაჩენს, რომ თუმცა ენით ვიტყვით, საქმით კი სხვაფერ ვიქცევით. გაიხსოვნეთ, ძმანო ქრისტიანენო, რას აფასებს უდიდესად მამაკაცნი და რა მოსწონთ მათ უმეტესად ქალთა შორის? ვინ არ იცის, რომ სამწუხაროდ, პირის სახე და მშვენიერება ტანისა ყოვლისა უმეტესად მოსწონთ მამაკაცთა ქალებთა შორის. თუკი პირის მშვენიერება აქვს ქალს, მეტს არაფერს მოითხოვენ მისგან.
image image
 
აქტუალური თემები