წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: დედაკაცი

მეტად საკვირველი ის არის, რომ თვით ქალნიცა ნატვრიან მშვენიერებასა და მით რაცხვენ თავსა თვისთა

მეტად საკვირველი ის არის, რომ თვით ქალნიცა ნატვრიან მშვენიერებასა და მით რაცხვენ თავსა თვისთა ბედნიერად, ხოლო რაიცა შეეხება სიმხნესა და გონიერებასა, თითქმის ყოველგან გავრცელებული არის ის ჰაზრი, რომელ ეს ორი თვისება ქალებთათვის არ არის ეგოდენ საჭირო და მათ შეუძლიათ უიმისოთაც კარგად გაატარონ თავისი ცხოვრება. ეს ჰაზრი ერთობ უსაფუძვლო არის. ვგონებ რომელ მახვილი და ღრმა გონიერება, აგრეთვე მხნეობა და სულერის ხასიათის სიმტკიცე ქალისათვის უმეტესად არის საჭირო, ვიდრე მამაკაცისათვის.
 
0