წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - დედაკაცი
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: დედაკაცი

რადგანაც ქალი არის აგებულობით სუსტი, საჭირო არის, რომ მას ჰქონდეს სულიერი სიმტკიცე, ხასიათის სიმაგრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალი ჭკუითაც შორს დარჩა მამაკაცისაგან, ხასიათიც სუსტი და უღონო აქვს, მაშინ იგი პირდაპირ შეიქმნება მამაკაცის სათამაშო; მაშინ ყოველი მამაკაცი ბოროტად იხმარს მისსა სისუსტესა და უღონოებასა. საუბედუროდ ხშირად ვხედავთ ჩვენ ამას. რაოდენი ქალი იღუპება ქვეყანაზე მით,რომ იგი არის უღონო, სუსტი სულიერათაც და ხორციელათაც; არა აქვს სულიერი ღონე, რათა მტკიცედ წინა აღუდგეს განსაცდელთა, არ აჰყვეს ბოროტთა მამაკაცის შეგონებათა, სურვილთა და მაგალითთა. საზოგადოდ ის უნდა ვსთქვათ, რომ ცოდვანი და ნაკლულევანებანი ქალთა უმეტესად წამომდინარეობენ ამ წყაროისაგან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები