
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მისნი მშვენიერნი თვისებანი შეიქმნებიან წყაროდ მისისა უბედურებისა და საზოგადოების წახდენისა.