ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეკლესიაში ლოცვა
საყდარში მიხვიდოდე საღმრთო წერილისა და ლოცვისა მოსმენისათვის. თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი: რა გუნებაზედაც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ საყდარში, შეგიძლიან იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე იგი, თუ მხიარული ხარ რისგანმე, იმ დღეს შედი საყდარში მხიარულად, მადლობა შესწირე ღმერთსა, რომელმან მოგცა მხიარულება. თუ მწუხარე ხარ რისგანმე, შეიყვანე შენთან შენი მწუხარება საყდარში. ისარგებლე მწუხარის გუნებითა, მწუხარითა და შემუსვრილითა გულითა ილოცე იმ დღეს. ყოველ შემთხვევაში უგრძნობელად და დაფანტულის გონებით ნუ ხარ საყდარში.