დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

თუ ადამიანს არ აქვს მიზნად სიცოცხლე (ისევ ხაზს ვუსვამ, სიცოცხლე და არა არსებობა), ეს არსებობაც უაზრო

თუ ადამიანს არ აქვს მიზნად სიცოცხლე (ისევ ხაზს ვუსვამ, სიცოცხლე და არა არსებობა), ეს არსებობაც უაზრო და მტანჯველი ხდება. თუ მარადისობა არ არსებობს, სიცოცხლეც კვდება. რაოდენ დიდხანსაც არ უნდა ვიცხოვროთ, ოდესმე ამქვეყნიური გზა დასრულდება, ხომ ცნობილია, რომ მზეც კი ჩაქრება... თუ სიცოცხლე მარადიული არ არის, მაშ, რაღა ფასი და პერსპექტივა აქვს სამყაროს ან რისთვის წვალობს ადამიანი? ყველაფერს ხომ აზრი ეკარგება. მათ, ვისაც არ სჯეროდა მარადისობის არსებობისა, სრული უიმედობა და აპათია იპყრობდა, ქმნიდნენ ფილოსოფიურ სისტემებს და ასკვნიდნენ, რომ ოდესღაც ყველაფერს აზრი ეკარგება, მაგრამ სინდისი, გული, ქვეცნობიერი, კაცობრიობის ისტორია და, რაღა თქმა უნდა, ქრისტიანობა შეუვალი ობიექტური არგუმენტებით გვიდასტურებენ, რომ მარადისობა არსებობს და, ესე იგი, არსებობს სიცოცხლის პერსპექტივა.
 
6