დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

უკვდავება მარადისობაა. არავის ეგონოს, რომ ეს არის უსასრულოდ გაჭიანურებული დრო _ დღეს, ხვალ, ზეგ,

უკვდავება მარადისობაა. არავის ეგონოს, რომ ეს არის უსასრულოდ გაჭიანურებული დრო _ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, და ასე დაუსრულებლად. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს საშინელი ტანჯვა იქნებოდა! მარადისობა არის დაუსრულებელი აწმყო. ჩვენ ხომ აწმყო არ გვინახავს. ჩვენ ვიცით, რა არის წარსული და რა არის მომავალი. ჩვენ დროში ვცხოვრობთ, დროში კი აწმყო რეალურად არ არსებობს; დროში მუდმივი მდინარებაა. წარმოვიდგინოთ, რომ მდინარეში ვართ. იგი არ ჩერდება, მუდმივად მიედინება. როგორც სული არ გვინახავს, სანამ ხორცში ვართ, როგორც არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი სხეული მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ასევე არ ვიცით, რას ნიშნავს აწმყო. მაგრამ უკვდავება სწორედ აწმყოა, იქ დრო არ არის. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვით.
 
6