მართლმადიდებლობა არ არის რაიმე კანონის, ან წესის, ან რიტუალების ერთობლიობა. ყოველივე ეს ადამიანს ისე

მართლმადიდებლობა არ არის რაიმე კანონის, ან წესის, ან რიტუალების ერთობლიობა. ყოველივე ეს ადამიანს ისე შეუძლია აღასრულოს, რომ რაიმე საერთო არ ჰქონდეს მართლმადიდებლობასთან. გაიხსენეთ მაკარი დიდისა და ეშმაკის დიალოგი. "მართლმადიდებლობა არის სულის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამაიანს არ შეუძლია ღმერთის გარეშე. არ შეუძლია ღმერთის დაკარგვა და ღალატი". მართმადიდებელი გრძნობს ღმერთს. სუნთქავს ღმერთის სიყვარულით, მისთვის ღმერთი უმთავრესია. კანონები და წესები კი, ის საშუალებებია, რომლებსაც მიჰყავხარ ამ მდგომარეობამდე. მაგრამ უგულოდ შესრულებული კანონები, თავისთავად არაფრის მომცემია!.. მართლმადიდებელს სტკივა სული და გული, როცა ხედავს უსამართლობას, ღმერთთან ორგულობას, როცა ხედავს დაჩაგრულს, გაჭირვებულს, ავადმყოფს, როცა ხედავს უწესრიგობას, სიყალბეს, ქვეყნის გაჩანაგებას. უკანონოდ მოჭრილ ხეებს, დანგრეულ ქუჩებს, ყაჩაღობასა და კიდევ ბევრ უმსგავსოებასა და უღმერთობას!
 
3