ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
მართლმადიდებლობა
შეიძლება დღე და ღამე ეკლესიაში დადიოდეს კაცი, მაგრამ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არ იყოს. შეიძლება
შეიძლება დღე და ღამე ეკლესიაში დადიოდეს კაცი, მაგრამ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არ იყოს. შეიძლება ძალიან ბევრს ლოცულობს და მარხულობს კაცი, მაგრამ მართლმადიდებელი არ იყოს. გაქვს რწმენა, მაგრამ არა გაქვს სიყვარული _ არა ხარ სრულყოფილი მართლმადიდებელი! გაქვს სიყვარული, მაგრამ არ მისდევ და არ იცავ სიმართლეს _ არა ხარ მართლმადიდებელი! იცავ მარხვებს, ეზიარები, მაგრამ გძულს მოყვასი _ არა ხარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი! მღვდელი ხარ, წირავ, იღწვი, მაგრამ არ განიცდი გაჭირვებულისადმი სიბრალულს _ არა ხარ სრული მართლმადიდებელი! მოწყალებას გასცემ, აშენებ ეკლესიას, მაგრამ ყოველივე ამას ანგარებით აკეთებ არა ხარ ნამდვილი მართლმადიდებელი! სუფთა ხარ, კეთილსინდისიერად აღასრულებ ღვთისმსახურებას (მღვდელი), მაგრამ უსამართლობა სულს არ გტკენს და ლაჩრობით ხუჭავ თვალებს _ არა ხარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი!.. პატიოსნად შრომობ, გაჭირვებულს ეხმარები, ცოლს არ ღალატობ, მაგრამ შვილს ვერ ზრდი ღირსეულად _ არა ხარ მართლმადიდებელი! კარგი მორწმუნე, მეოჯახე,Qქმრის ერთგული ქალი ხარ, მაგრამ შური გჭამს სხვა ქალებისა, ან კეთილდღეობის, ან გარეგნობის _ არა ხარ მართლმადიდებელი! და რამდენი რამის თქმა შეიძლება. ხედავ, ბაბუა?! მართლმადიდებლობა ერის სისრულეა! ერის სრულყოფილებისაკენ შესაშური სწრაფვა! მართლმადიდებლობა, ღმერთის სათნო ღმერთის გასახარი ცხოვრების წესია და არა მხოლოდ მკერდზე ჯვრის ტარება და კანონების, წესების ყალბი შესრულება.
|