
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
მართლმადიდებლობა
ჩვენ ვთქვით: იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, სამი რამ არის საჭირო: პირველია
ჩვენ ვთქვით: იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, სამი რამ არის საჭირო: პირველია ქრისტიანული მსოფლმხედველობა, რათა შესისხლხორცებული ჰქონდეს ის დოგმატები, რომლებიც უფალმა ჩვენთვის გამოავხადა; მეორეა ეკლესიური ცხოვრება, ანუ უნდა იყოს მონათლული, აღმსარებელი და მაზიარებელი; და მესამეა განსაცდელები, რადგან განსაცდელების გარეშე ვერ ჩამოვყალიბდებით მტკიცე ქრისტიანად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენი ცხოვრებისეული განსაცდელების გარეშე ვერ გავუძლებთ იმ დიდ განსაცდელს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ელოდება, და რასაც გარდაცვალება ჰქვია. დიახ, ვერ გავუძლებ, უსუსური აღმოვჩნდები მის წინაშე. ამიტომ მე უნდა ვფიქრობდე, დღევანდელი განსაცდელიც ღვთისაგან არის, რათა ხვალ კიდევ უფრო დავუახლოვდე ღმერთს და ისიც, რაც ხვალ მელის, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საცხოვნებლად იქნება.
|