მეგობრობის სახეობრივი ჩასახვა ოჯახიდან უნდა იწყებოდეს, როგორც მეუღლეთა მიერ შვილისადმი გადაცემული

მეგობრობის სახეობრივი ჩასახვა ოჯახიდან უნდა იწყებოდეს, როგორც მეუღლეთა მიერ შვილისადმი გადაცემული ცხოვრების არსის განმსაზღვრელი და მისი თანმხლები ატრიბუტი. ეს გრძნობა თან უნდა ახლდეს, როგორც ცოლ-ქმარს ურთიერთობაში, ისე შვილებთან ურთიერთობაში. მას ხომ უდიდესი ზეგავლენისა და შედეგის მოცემის უნარი აქვს არსობრივი განსაკუთრებულობის გამო. ვისაც ოჯახიდან მიჰყვება ეს ტრადიცია, ის აუცილებლად მეგობრული გარემოს განმავრცელებელი იქნება საზოგადოებაში, ადამიანთა თანაარსებობის სასარგებლოდ. და რადგან ცხოვრება ადამიანთა შორის ურთიერთობას ეფუძნება, იგი გვავალდებულებს კიდეც მეგობრულ დამოკიდებულებასა და მოპყრობას ერთმანეთისადმი. მეგობრობის განსაკუთრებული უნარია ნდობის აღძვრა და მისი განმტკიცება, დახმარება და თანადგომა.
 
0