
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
მკითხაობა
მკითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და
მკითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ იციან მიზეზი ყოველი ვნებისა და უბედურებისა და მათგან თავის დახსნისა. ჩვენ ვართ მოწმე და მნახველი, რომ მკითხავს ნაცვლად მორჩენისა, ავადმყოფი მოუკლავს და მეუღლეთა თუ მეზობელთა შორის, ნაცვლად სიყვარულისა, მძულვარება დაუთესია, შეუძლებელია მოკლედ იმ უბედურებათა აღწერა, რომელთა მიზეზიც მკითხავი და მისი სიცრუეა
|