თემა: მოდა

სამოსელი არის ჩენი დამარცხების სიმბოლო, ჩვენი ურჩების სიმბოლო ღვთისადმი გაუცხოების სიმბოლო...

სამოსელი არის ჩენი დამარცხების სიმბოლო, ჩვენი ურჩების სიმბოლო ღვთისადმი გაუცხოების სიმბოლო... სამწუხაროდ, არამარტო ეს შეშლილი მსოფლიოა აყოლილი მოდას, არამედ ქრისტიანთა ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც. როდესაც დღეს ლაპარაკობენ არა იმაზე, რომ არ იმრუშო, რომ ეს ცოდვა და სირცხვილი და მომაკვდინებელი ცოდვაა და წარმწყმედელი, არამედ იხმარეთ დამცავი საშუალბები... მოკლედ შესცოდეთ, მაგრამ უსაფრთხო სექსით. დღეს აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მუხლს ზევით არ აწიონ კაბა ან არ ჩაიცვან ღრმა დეკოლტე, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საერთოდ არ გაიხადონ, რადგან დღეს ხომ მიღებულია, დღეს ხომ ცივილიზების ნიშნად ითვლება მუცელი და ჭიპი გადმოგდებული ჰქონდეთ და სარცხვუნელამდე და უკანა ტანამდე ჩავარდნილი შარვალი თუ ქვედა ბოლო, როდესაც ჭიპზე რგოლები დაიმაგრეს თურმე ეს ძალიან სექსუალური ყოფილა და რატომ არის მოდაში ასე შემოსული წითელი და შავი ფერიდედაკაცის ტანსაცმელში? და უკაცრავად საცვლებში? რადგან თურმე ეს ძალზე აღაგზნებს მამაკაცს... ე.ი. თანამედროვეობის სული ანუ თავადი ამა სოფლისა, დირიჟორი ყველა ამ მოვლენებისა და შემოქმედი ყველა საშუალებას ბიოლოგიურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, სოციალურს, რელიგიურს, ყველაფერს ხმარობს საიმისოდ რომ ადამიანი აცდუნოს, დაღუპოს და წარწყმიდოს საუკუნოდ უკუნისამდე. გავიმეორებ სერაფიმ საროველის სიტყვებს: პირველი რევოლუციონერი ზეცაში სატანა იყო, ყველა რევოლუციონერი მისი მოწაფეა და მისი ხვედრია.
 
0