თემა: მოძღვარი

ადამიანს თუ გაცნობიერებული აქვს თავისი სულიერი უძლურებანი და სნეულებანი და ისიც, რომ ღმერთს სულის

ადამიანს თუ გაცნობიერებული აქვს თავისი სულიერი უძლურებანი და სნეულებანი და ისიც, რომ ღმერთს სულის მკურნალად მღვდლები ჰყავს დადგენილები, მაშინ ეს ადამიანი სულის მკურნალობის საქმეს არ მოეშვება და არ მოისვენებს მანამ, სანამ ნამდვილ მკურნალს არ მიაგნებს!.. ასე რომ, ვინც ნელთბილად და ზერელედ არ უდგება სულის გადარჩენის საქმეს, ღმერთი გამოუჩენს მას ჭეშმარიტ ღვთისმსახურს. მეორე საკითხია, რომ სამღვდელოება არ უნდა იძლეოდეს ადამიანების დაბრკოლების საბაბს!.. ყველა ღმრთისმსახური ნამდვილი უნდა იყოს. დამაბრკოლებელი და უსარგებლო “მსახურნი” ეკლესიას არ უნდა ჰყავდეს. ქრისტე ღმერთიც მკაცრად ბრძანებს: “ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდური!” დღეს წესიერებაცა და გონებისმიერი ცოდნაც საკმარისი არ არის ღვთისმსახურებისათვის. მღვდელს სულიერი ხედვა და განსჯის უნარი უნდა გააჩნდეს. ასევე სულიერი ცხოვრების გამოცდილება, თავმდაბლობა და სიწმიდე. თუ საკუთარი ვნებათა დამარცხების გამოცდილება არა გაქვს, სხვას როგორღა დამოძღვრავ?!საშიშია, როცა სრულიად ახალგაზრდებს მოძღვრად აკურთხებენ, და ზოგ შემთხვევაში, სასულიერო თანამდებობებზე ადგენენ. ეს დანაშაულია!.. სულიერი ხედვის გარეშე ვერავის გახდება ნამდვილი მოძღვარი!.. არ განიკითხო!.. _ არ ნიშნავს თეთრი და შავი არ გაარჩიო, ან შავზე თქვა თქვა: თეთრიაო. წმ. მამებიც გვაფრთხილებენ: "გამოუცდელ და ვნებიან მოძღვრებს სულს ნუ ჩააბარებო!"
 
3