ავტორი:
მღვდელი სიმონ ჭელიძე
თემა:
მოძღვარი
ზნეობრივი ამაღლება ერისა ოჯახში ურთიერთშორის სიყვარულის დამყარება პირველი მოვალეობაა მღვდლისა და ვაი
ზნეობრივი ამაღლება ერისა ოჯახში ურთიერთშორის სიყვარულის დამყარება პირველი მოვალეობაა მღვდლისა და ვაი მას მღვდელს, რომელიც შებღალავს ამ წმიდა მოვალეობას ზნეობით გახრწნილებით და სინდისის დამდაბლებითა! _ წარმეტებისა და წინმსვლელობის გზაზე დაყენება ერისა გონებითი განვითარებით და იმის მოშლით და მოსპობითა რაც უშლის ერის ეკონომიურად ანუ ნივთიერებად წარმატებას _ არა ნაკლები მოვალეობაა მღვდლისა და ნეტარება მას მღვდელსა, რომელმაც აღასრულოს ესე: იგი ხომ საზოგადო მოღვაწე იქნება.
|