ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
მოძღვარი
თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ აპატიებ. მითუმეტეს, მის ცოდვებს ვერ აიღებ და მის
თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ აპატიებ. მითუმეტეს, მის ცოდვებს ვერ აიღებ და მის გადასარჩენად არ იტანჯებ. ლოცვაზე დიდი შრომა არ არსებობს. ვამბობ ლოცვაზე და არა ლოცვების კითხვაზე. ეს უმძიმესი რამაა! მთელი უხილავი სამყარო გებრძვის. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა კეთილსა და ბოროტ სისტემებს შორის. როცა კაცი მოსახსენებელს გიტოვებს და შენ მის გადარჩენაზე ლოცულობ, ბოროტი სულების რისხვა მოდის შენზე, როგორც ხილულად, ისე უხილავად; და თუ არა ხარ გამოცდილი, საღმრთო სულით განათლებული, ვერ გაუძლებ, დანებდები და თავად წახდები. ეს ბრძოლა სიწმინდეს, ასკეტიზმს, დიდ სიბძნეს, სულიერ ხედვას, ნებისყოფას, სიმამაცეს და ადამიანის სიყვარულს მოითხოვს. თუ ეს ნიჭები არ გაქვს და იტყვი, რომ სხვებზე ლოცულობ, ან სხვებს სულიერ ბრძოლაში ვმოძღვრაო, ტყუილია ეს!.. ანდა, არ ლოცულობ და თუ არ ლოცულობ, ე.ი. ქრისტესთან ორგულობ! ღმერთმა გვაშოროს!
|