არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა: მოძღვარი

მოციქულებიდან მოყოლებული, მართლმადიდებელ მღვდელს სულიწმიდა ხელდასხმის მადლით აქვს მინიჭებული,

მოციქულებიდან მოყოლებული, მართლმადიდებელ მღვდელს სულიწმიდა ხელდასხმის მადლით აქვს მინიჭებული, განსხვავებით სექტანტებისა და მწვალებლებისაგან, რომელთაც ეს არ გააჩნიათ. თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკრული და წმინდა ანგელოზები ასრულებენ საიდუმლოს. მღვდელი მაშინაა მღვდელი, როცა თვითონ ასრულებს საიდუმლოს. ცოდვილი მღვდელი იმას ემსგავსება, უკვდავების ჭასთან რომ იდგეს და უკვდავების წყარო ოქროს თასით ამოჰქონდეს. მისი ცოდვილიანობით წყაროს არაფერი აკლდება. ამიტომ ბრძენი ადამიანი იმ მადლს გამოიყენებს, რაც ღვთისმსახურზეა დავანებული. ხოლო თუ მღვდელი დოგმატურ საკითხებს არასწორად გადმოცემს, მაშინ მას გაექეცი, როგორც მტერს და მოღალატეს. სანამ არ განკვეთენ ასეთ მსახურს, კრების განჩინებამდე, მიმსვლელთათვის, ვინც არ იცის, მადლი მაინც რჩება.
 
0