ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
მოძღვარი
როდესაც მონაზონი არ მორწმუნე დიაკვნის ხარისხში აჰყავთ, მაშინ მას ღვთისგან ეხსნება გონებრივი და
როდესაც მონაზონი არ მორწმუნე დიაკვნის ხარისხში აჰყავთ, მაშინ მას ღვთისგან ეხსნება გონებრივი და სულიერი შესაძლებლობის 30%. მოკლედ გეტყვით რა შედის ამაში: ნამდვილი დიაკონი – არჩევს სულებს, ხედავს ჰაერში ბოროტ სულებს, კითხულობს ადამიანის აზრებს და ტელეპატიურ დონეზე შეუძლია ისაუბროს მღვდელთან. ღმერთი ისმენს მის ლოცვებს, მაგრამ ნამდვილი მღვდელივით ვერ იხედება ადამიანის შინაგან სამყაროში (გულსა და სულში).
როდესაც დიაკვანი, მასზე დაშვებულ დიდ ძალას შეეგუება, უხეშად რომ ვთქვათ “აითვისებს” (ეს მდგომარეობა პიროვნულია. ზოგი ამას უფრო მალე აღწევს, ზოგიც ცოტა მოგვიანებით). მას აკურთხებენ მღვდლად. ამ დროს მას კიდევ ემატება - 30%.
უკვე ნამდვილი მღვდელი: - ხედავს ადამიანი სულსა და გულს, იცის ადამიანის ცოდვები, წარსული. ნათლობის საიდუმლკოს შესრულებისას ხედავს ბოროტს, რომელიც ზის მოსანათლის სხეულში ან სულშიც და განდევნის მას. ფლობს დროს და სივრცეს, შეუძლია სხეულიდან გამოსვლა, შორ მანძილზე ესმის ლაპარაკი, იცის ადამიანთა აზრები და ზრახვებიც, აქვს უწყება მიცვალებულის სულის ადგილსამყოფელზე. სულიერ არსებებზე და ასევე მატერიაზეც ზემოქმედების დიდი ძალა.
ნამდვილ მღვდელს უსიტყვოდ შეუძლია აღძრას ადამიანში სინანული, გაახსენოს ცოდვები, მოჰგვაროს სიხარული და სიყვარული, დაიდოს ადამიანის ცოდვები და ძალიან მოკლე დროში თვითონ გამოიტიროს ისინი, ნამდვილმა მღვდელმა იცის, გვპატიობს თუ არა ღმერთი ცოდვებს, თუ რაიმე სასჯელს (ეპიტემია) ითხოვს, იცის ადამიანის ესა თუ ის განსაცდელი ან სატანჯველი რომელი კონკრეტული ცოდვების გამო მიეცა ღვთისაგან, შეუძლია მოუხსნას ჯადო, წყევლა.
ნამდვილი მღვდელი ნამყოფია სასუფეველში და ზუსტად იცის, როგორ მიიყვანოს იქ მისი მრევლი.
ეს არის მოკლედ ნამდვილი მღვდლის შესაძლებლობები.
|