ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
მოძღვარი
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. ადვილია უქადაგო სიტყვით და სხვებს მართალი ცხოვრებისაკენ მოუწოდო, მაგრამ ძალზე ძნელია მოიპოვო ღმრთისაგან ჭეშამრიტი მქადაგებლის უფლება, რადგან ეს უფლება მხოლოდ სიმართლეში, სიწმინდეში, ტანჯვასა და ბრძოლაში გატარებული ცხოვრებითა და სულიერი გამოცდილებით მოიპოვება. მომწონს პითაგორას ეს სიტყვები: “ქანდაკებას გარეგნული იერი ამშვენებს, ხოლო ადამიანს მისი – საქმენი”.
|