თემა: მოძღვარი

სულიერი მოძღვრისა და მორწმუნის ურთიერთობის ქვაკუთხედი სიყვარული, ნდობა და მორჩილებაა! ჭეშამრიტი

სულიერი მოძღვრისა და მორწმუნის ურთიერთობის ქვაკუთხედი სიყვარული, ნდობა და მორჩილებაა! ჭეშამრიტი მორჩილების არსი და მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ მორწმუნემ მოძღვრის ხელმძღვანელობით გააღწიოს ღმერთამდე და გახდეს თავისუფალი! მაცხოვარიც ხომ გვეუბნება: “მე გაგანთავისუფლებთ თქვენო!..” თავისუფლებამდე კი მოგიყვანთ მხოლოდ ის, ვინც თვითონაა თავისუფალი!.. და არა ის, ბატონობის ჟინით არის შეპყრობილი!.. უნდა დაემორჩილოთ ქრისტეს სახელით იმას, ვისაც არ სურს სხვებზე ბატონობა და არა იმას, ვინც ქრისტეს სახელით, საკუთარი ვნების მონებად გაქცევთ!.. თავისუფალია მხოლოდ წმინდანი და მან იცის, როგორ მოგაპოვებინოთ თავისუფლება, როგორ გაგანთავისუფლოთ ვნებებისა და წუთისოფლის ბორკილებისგან! სხვა დანარჩენი ვერანაირად ვერ გაგანთავისუფლებთ!.. მიუხედავათ იმისა, შეიძლება ძალიან სურდეთ ეს მათ!.. მხოლო ჭეშმარიტი მოძღვრის ხელში იგემებს მორწმუნე მორჩილების ტკბილ ნაყოფს _ თავისუფლებას. მხოლოდ წმიდა მოძღვრის ხელშია მორჩილება გულწრფელი, ნამდვილი და მაცხოვნებელი! ხოლო სულიერი ხედვისა და გამოცდილების არმქონე მოძღვარის ხელში გარდაუვალია მორწმუნის _ თავისუფლების მაძიებლის, კონფლიქტი!.. რადგან ამ შემთხვევაში მორჩილება ვერ იქნება გულწრფელი. ის აუცილებლად მიიღებს გარეგნულ სახეს, ხოლო გარეგნულ არაგულწრფელ "მორჩილებას" მორწმუნე მიჰყავს მონობამდე, ან კიდევ შინაგა პროტესტამდე _ ურჩობამდე!.. რელიგიური მონობა კი ყველა სხვა სახის მონობაზე გაცილებით საშიში და საზიანო მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მიჰყავს ან ფანატიზმამდე ან კიდევ სრულ პიროვნულ წაშლამდე! სულიერი მონობა საშინელებაა!!! ჭეშმარიტი მორჩილება იქაა, სადაც მოძღვარი კი არ გაიძულებს, არამედ შენი სული გთხოვს მოძღვრისადმი მორჩილებას!
 
3