თემა: მოძღვარი

აწ ეს წარმოვაჩინოთ, მღუდელი როგორ უნდა იქცეოდეს. მღუდელი ანგელოზად ითქმის, ვითარცა იტყვის

აწ ეს წარმოვაჩინოთ, მღუდელი როგორ უნდა იქცეოდეს. მღუდელი ანგელოზად ითქმის, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი მალაქია: "ბაგენი მღუდელთანი იწურთიდეს მეცნიერებასა, და ჰსჯული იძიოს მისგან, რამეთუ ანგელოზი არს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა". რადგან ანგელოზად ითქუა მღუდელი, ანგელოზის თვისებაც უნდა აქუნდეს. თუ ვითარ - ვსთქუათ: ანგელოზის თვისებას ისაია მოგვითხრობს და იტყვის: "ექუს ფრთე ეხსნეს ერთსა: ორითა იფარვიდეს პირთა და ორითა ფერხთა და ორითა ფრინვიდეს". ამას დიდი დიონოსი განმარტავს: "ორითა პირს იფარვენ, რომ თავის უმაღლესს, რომელიც არ მისცემიათ, არ ეძიებენ: ორით ფეხს იფარვენ - და რომელიც უმდაბლესი მათი შეუმსგავსებელი რამ არის, მისდა მიმართ არ მოვლენ; ორითა ფრთითა ფრინვენ - და საღმრთოს მსახურებასა აღასრულებენ". ეს თვისება უნდა გაქუნდეს მღუდელს, რადგან აგელოზად იწოდე: ორითა ფრთითა პირს უნდა იფარვიდე - და რომელიც არ მოგცემია უმეტესს არ უნდა ეძიებდე: ორითა ფეხს უნდა იფარვიდე - და რომელიც მღუდელობის უმსგავსოს მდაბალი საქმე იყოს, მისდა მიმართ არ უნდა ხვიდოდე: ორითა უნდა ფრინვიდე - და მღუდელობის მსახურებას უნდა სრულ-ჰყოფდე.
 
0