
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 163]
თემა:
ღვთის უარყოფა
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარისმყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი არ ცდილობს ღირსი შეიქმნეს ქირსტეს სახელისა, გააუმჯობესოს თვისი სულიერი მოქალაქეობა; უარჰყოფს საქმით ქრისტესა კაცი დაუდგრომელი, რომელი არის დამონებული ვნებათა და არ ასრულებს ქრისტეს ბრძანებასა.
|