
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 225]
თემა:
სიცრუე
უფალმან დაგიდვა შენ მცნებად: ნუ სტყუი. მაცხოვარმან სიტყვით და საქმით გასწავა შენ, ვითარცა დიდი ცოდვა
უფალმან დაგიდვა შენ მცნებად: ნუ სტყუი. მაცხოვარმან სიტყვით და საქმით გასწავა შენ, ვითარცა დიდი ცოდვა არის სიცრუის თქმა; ვითარცა იგი უფალი იყო ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებასა იტყოდა ყოველთვის და თავიცა თვისი შესწირა სიმართლესა ეგრეთვე შენგანაც მოითხოვს, რათა გიყვარდეს სიმართლე და სიმართლისათვის თავი შესწირო.
|