წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა

წმიდა მოციქული პავლე გვამცნებს ჩვენ, რა დიდი და მძიმე საქმე არს კეთილი ქრისტიანობრივი ცხოვრება, რა ფრთხილ და მღვიძარე უნდა იყოს კაცი, რომელსა სურს კეთილად იღვაწოს და მიაღწიოს სასუფეველსა ღვთისა. „განძლიერდით უფლისა მიერ“, – გვეყტვის იგი. ესე იგი, დიდი ღონე და ძალა იხმარეთ სულიერსა ცხოვრებასა შინა, და არა თუ მხოლოდ თქვენი საკუთრი ძალა, არამედ ძლიერება უფლისა: „განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა“ (ეფეს. 6. 10)
 
0