
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 306]
თემა:
სინანული
მონანება, ძმაო, ის არის, როდესაც კაცმა ისე ღრმად იცნო თავისი ცოდვა, რომელ შესწუხდა სულითა და გულითა,
მონანება, ძმაო, ის არის, როდესაც კაცმა ისე ღრმად იცნო თავისი ცოდვა, რომელ შესწუხდა სულითა და გულითა, მოიძულა და მოიძაგა ის ცოდვა. მონანებით განწმედილი ცოდვათაგან მხოლოდ ის კაცი არის, რომელმან ერთხელვე და სრულად უარყო ცოდვა, ეშინია მისი, ვითარცა საზარელისა მტერისა და ილტვის მისგან, როგორადაც განძვინებულისა ლომისაგან.
|