
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 316]
თემა:
რწმენა
უკეთუ ამა სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და
უკეთუ ამა სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არ სწვავს გულსა შენსა, უკეთუ სული შენი არა მღელვარე არს შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისა, მაშასადამე, სად არს სარწმუნოება შენი? სად არს სიყვარული შენი? უკეთუ შენ დაადგრებოდე სარწმუნოებასა შინა, იესო ქრისტე იყომცა გულსა შინა შენსა; გარნა იესო ქრისტე არ დაშთება უქმად და უნაყოფოდ გულსა შინა კაცისასა, იგი იქმნს ცხოვნებასა შენსა, იგი მოქმედებს გულსა შინა შენსა მადლითა თვისითა, იგი სდევნის სულსა შენსა უფლისადმი, იგი სწმედს და განაცხოველებს სულსა შენსა.
|