
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის
ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებულ ჩვენ შორის, რომელ იგი თითქმის არავის არ მიაჩნია ცოდვად. არავინ არ ფიქრობს, რომელ სცოდავს, ოდეს იგი განიმეორებს და განავრცელებს მრავალთა ცუდთა ხმათა და ამბავთა, რომელნი მას ესმა სხვა და სხვათა კაცთა ზედა.
|