
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 327]
თემა:
სიცრუე
თუ გახსოვს შენ ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და
თუ გახსოვს შენ ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხვისა. კაცის ბუნებას აქვს დაუფასებელი ღირსება. გარნა, ვგონებ, ესრედსა სიმაღლესა ჩვენისა ბუნებისასა ისე არა რა დაამდაბლებს, როგორც სიმრუდე, სიცრუე და მზაკვარება. თუ კი თავი ჩემი მიმაჩნია კაცად და ადამიანად, ჩემს თავს ვერ შევარცხვენ სიცრუითა.
|