
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 328]
თემა:
მოძღვარი
პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო!
პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო! მისთვის, რომელ პირველ მისი თვისება უნდა იყოს პატიოსნება. გამოუთქმელი უბედურება იქმნება მისისა სამწყსოისათვის, უკეთუ იგი არის მოკლებული პატიოსნებითა; მისი ყოველი სიმრუდე და სიცრუვე მოქმედობს მის სამწყსოში, ვითარცა საწამლავი.
|