ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სინანული
სულთითქუემდ აქა, რაითა მუნ მხიარულ იყო, და ტირილითა ამით წარმავალითა მოისპე ტირილი იგი წარუვალი. დასთესე აქა შრომაი, რაითა მუნ მოიმკო სიხარული. თავმოდრეკით სულთითქუემდ და დასთხიენ ცრემლნი შენნი მხურვალედ. იხილე უკუე, მეძავსა ამას, რომელ სახარებასა წერილ არს, ტირილითა შეუნდვნა ქრისტემან ყოველნი ცოდვანი მისნი. რავდენ უფროის შენ, ოდეს სტიროდი მარხვითა და სიწმიდითა, უფროის მისსა ღირს იქმნე წყალობასა!