
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეკლესიაში ლოცვა
ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა ეკლესიაში და წირვის გადათავებამდის დადგა, პირჯვარი დაიწერა, მეტი არაფერი არ არის საჭირო. სინიდისი მისი ამით კმაყოფილია. იმას კი არ კითხავს თავის თავს, თუ რა გაიგონა, რა შეუვიდა ჭკუაში და გულში, რომელი ცუდი აზრი გაუსწორდა, რომელი ცუდი საქმე დაავიწყდა. როდესაც შენ, ძმაო ჩემო, ივაჭრე, საღამოზედ დასთვლი, რა გაყიდე, რავდენი ფული მოიგე, რაოდენი სარგებლობა მიიღე. ეგრედვე უნდა ქნა სულიერადაც როდესაც გამოხვალ ეკლესიითგან, იფიქრე და შეიტყვე, რა გაიგონე, რაოდენი სულიერი სარგებლობა მიიღე? უმჯობესი შეიქმნენ, თუ არა, გამდიდრდი თუ არა?