
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 372]
თემა:
ჯვარი
სამი თითი ერთად, რომლითაც პირჯვარს იწერ, ნიშნავს წმიდა სამებასა; ორი მათგანი – იესო ქრისტეს
სამი თითი ერთად, რომლითაც პირჯვარს იწერ, ნიშნავს წმიდა სამებასა; ორი მათგანი – იესო ქრისტეს ბუნებასა, ესე იგი, კაცისა და ღვთის ბუნებასა. პირველად შუბლზე დაისხამ თითებს, რათა განიწმიდოს შენი აზრი, მერმე გულზე, რათა განიწმიდოს გული, და მერე მხრებზე, რათა განძლიერდე ქრისტეს გულში; ჯვარის სახეს მისთვის გამოჰხატავ, რათა დაგიფაროს და დაგიცვას ჯვარცმულმა ქრისტე იესომ.
|