ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მამაო ჩვენო
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე. მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ისინი შესცოდებენ ჩვენს წინაშე. ამით ღმერთი შენ, ძმაო ჩემო, დაგიდებს პირობასა: თუ გსურს, რომ იგი მოწყალე იყოს შენდამი და მოგიტეოს შენნი ცოდვანი, შენც უნდა მიუტევო, რაიცა შეგცოდეს ძმათა შენთა.