წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. გლახაკი სულითა ის არის, რომელიც

„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური ღვთის წინაშე, არამედ ღვთისაგან გამოითხოვს მოწყალებასა და იმით სცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გალახაკი სულითა არის კაცი თავმდაბალი, წყნარი, რომელსაც თავის თავი დიდად არ მიაჩნია და თუ გინდ კეთილი კაცი იყოს და ბევრი კეთილი საქმე ექმნას, მაინც თავის გულში მდაბალი არის. ვინც არის გლახაკი სულითა, ის არის მწუხარე და დაღონებული თავის უღირსებებისა და სიცოდვისაგან, არა აქვს იმედი, რომ თავისი თავი გაიმართლოს ღვთის წინაშე, არამედ ყოველი სასოება ღმერთზედ აქვს. ესე ვითართა კაცთა ღმერთი აღუთქვამს სასუფეველსა ცათასა.
 
თემატური კითხვები
0