image

თემა: გლოვა ცოდვებისათვის

ქვეყანაზედ ჩვენ ყოველნი ადამიანნი ისრედს კაცს უწოდებთ ნეტარად და ბედნიერად, რომელიც ყოველთვის არის მხიარული და კმაყოფილი, ყოველთვის იცინის და ლხინობს; გარნა მაცხოვარი ნეტარად უწოდებს მათ, რომელნი არიან მგლოვარენი გულითა. რისთვის? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ ვისაც ახსოვს თვისი უღირსება, ვინც სწუხს სიცოდვისა თვისისაგან, იგი ყოველთვის ერიდება ცოდვას; ინანიებს, როდესაც უნებლიედ ცოდვა ქმნა და ესრედ მიიღებს ღვთისაგან სულიერსა მადლსა. გარნა რისთვის სთქვა ღმერთმან: „რამეთუ იგინი ნუგეშინის ცემულ იქმნენ“? როდის იმქნებიან იგინი ნუგეშინისცემულ? იგინი იქნებიან ნუგეშინისცემულ სრულითა ნუგეშის–ცემითა მომავალსა საუკუნესა შინა, ოდესცა მიიღებენ იგინი განსვენებასა ცოდვათასა და ნეტარებასა. გარნა აქაც, ქვეყანასა ზედა, მიიღებენ იგინი რომელსამე ნუგეშსა.
image image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები