image

თემა: ლოცვა

უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც მიეცემა მგლოვარეს, ოდეს იგი შეაერთებს ცრემლსა ლოცვასა თანა. ვინც ერთხელ ცრემლით ილოცა წინაშე ხატისა, მას კიდეც გამოუცდია, რომელ არცა ერთი ნუგეში არ დაატკბობს გულსა კაცისასა მზგავსად ამისა. ამისთვის, ძმანო, ყოველთა მწუხარებათა შინა თქვენ მოიქცეოდეთ ნუგეშინისცემისათვის მაცხოვრისადმი. წყარო არის იგი სიტკბოებისა და ნუგეშინისა მათთვის, რომელნი გაუხსნიან მას გულსა. იგი ეტყვის მწუხარეთა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ–მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა... რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს. (მათ. 11. 28–30).
image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები