
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
მოწყინება
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ხანდისხან კიდევ ზოგიერთ კაცს მოეწყინება თავისი სიცოცხლე, იფიქრებს: რა სიცოცხლე არის ჩემი სიცოცხლეო. ამაზედ იწყებს მწუხრებას და დრტვინვას. ესეც დიდი და მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნო; პირველად მისთვის, რომელ ქრიტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ფრთხილ, სულგრძელ.
|