
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 6]
ყოველი გარეგანი მოქმედება იმით აიწონება და დაფასდება ღვთის წინაშე, რა განზრახვით არის, რომელი
ყოველი გარეგანი მოქმედება იმით აიწონება და დაფასდება ღვთის წინაშე, რა განზრახვით არის, რომელი წყაროისაგან მომდინარეობს. მარხვა, მსხვერპლის შეწირვა, ლოცვა მაშინ შეერაცხება კაცს მადლად, როდესაც იგინი მომდინარეობენ ჭეშმარიტის სინანულისაგან, როდესაც იგინი გამოთქვამენ შინაგანსა კაცის გრძნობასა, როდესაც იგინი დახატვენ ჭეშმარიტსა სახესა კაცის სულისასა. ჩვენ, ქრისტიანეთა, სასმელი და საჭმელი გამოვიცვალოთ (ვიმარხულოთ), მსხვერპლი შევსწიროთ ისე და იმ განზრახვით, რომ ესენი შეეწეოდეს სულიერსა ჩვენსა წარმატებასა და სისრულესა.
|