
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს საჭმელსა და განახლდება მითა, არამედ ყოველ დღე და თითქმის
როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს საჭმელსა და განახლდება მითა, არამედ ყოველ დღე და თითქმის ყოველ წამს იზრდება ჰაერით, საჭმლით, სასმლით, მზგავსადვე სულიცა ყოველთვის უნდა იზრდებოდეს სულიერითა საზრდოითა. იგი ყოველ დღე უნდა ლოცულობდეს, საღმრთო წიგნებს კითხულობდეს, ეკლესიაში ხშირად დადიოდეს, საღმრთო საგნებზედ უბნობის და ზრახვის ჩვეულ იყოს და სხვანი და მით განაახლებდეს თვისსა სათნოებასა, სარწმუნოებასა და სიყვარულსა.
|