
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 44]
თემა:
სინანული
წმინდა, მართალი სინანული იპყრობს თვის შორის პირველად სარწმუნოებას. თუ არ გწამს სახარება, ძმაო, ანუ
წმინდა, მართალი სინანული იპყრობს თვის შორის პირველად სარწმუნოებას. თუ არ გწამს სახარება, ძმაო, ანუ თუ სარწმუნოება შენი ცივია, ან მკვდარია, არც კი იფიქრებ, არც მოინდომებ სინანულსა. წმინდა, ჯეროვანი სინანული იპყრობს თვის შორის კიდევ სასოებას ღმერთზედ. თუ არ ესავ ღმერთსა, რომ იგი მოწყალეა, შეგირიგდება, ცოდვებს მოგიტევებს და კვალადვე აღგადგენს პირველსავე ხარისხსა ზედა, რაღა მოგანდომებს სინანულსა? ბოლოს და უმეტეად ნამდვილს სინანულში არის და უნდა გამოიხატოს სიყვარული ღვთისა. სიყვარული არის შემყვანებელი კაცისა სინანულში. ის აღძრავს და აიძულებს კაცს შეინანოს, შეურიგდეს ზეციერსა მამასა; იგი შეაწუხებს კაცს, რომ გაეშორა ზეციერსა მამასა უღირსებითა თვისითა და აიძულებს მიიქცეს კვალად მისდამი. თუ სამნი ესენი: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული არ შეაზავებენ სინაულსა, თუ ცხოველი სარწმუნოება, ცხოველი სასოება, ანთებული სიყვარული არ გააჩენენ კაცის გულში სინანულსა, მაშინ სინანული იქნება ყალბი, ცრუ, უნაყოფო.
|