
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 45]
თემა:
სინანული
თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, თუ ხედავ, რომ ეკლესიაში დაფანტული გონება გაქვს, თუ გამოსცადე, რომ
თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, თუ ხედავ, რომ ეკლესიაში დაფანტული გონება გაქვს, თუ გამოსცადე, რომ ცოდვა გერევა, გიზიდავს, მომეტებულითა ერთგულებითა ილოცევდი: „სინანულისა ბჭე განმიღე, მხსნელო“. როგორადაც სხვა ყოველი ნიჭი და მადლი ღვთისაგან არის გარდამომავალი კაცთა ზედა, მზგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ესე ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროისაგან არის მომდინარე და მიეცემა კაცს.
|