
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სინანული
წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა თვისსა: „უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის“ (ფს. 50). ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ ორი საშუალება, ანუ ღონისძიება უნდა იხმაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა ქრსტიანემან, თუ ჰსურს, რომ არა უნაყოფოდ დარჩეს ზრუნვა მისი ცოდვათათვის და მოთხრობა უსჯულოებისა მისისა, ესე იგი, სინანული და აღსარება. პირველი ღონისძიება არის ცოდნა, ანუ შეტყობა თვისთა უსჯულოებათა: „რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი“; მეორე არის ღმრად გრძნობა თვისისა უღირსებისა და სიცოდვისა: „და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარდის“.