წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ნუ ფიქრობ, რომ ღმერთი დასჯის მხოლოდ მათ, რომელნი გარდააქცევენ, ანუ სრულიად უარყოფენ სწავლათა, ანუ

ნუ ფიქრობ, რომ ღმერთი დასჯის მხოლოდ მათ, რომელნი გარდააქცევენ, ანუ სრულიად უარყოფენ სწავლათა, ანუ დოგმატთა ქრისტიანულთა. ღმერთი მრისხანე იქნება და დასჯის იმათაც, რომელნი ცუდად ცხოვრებენ; სწავლასა, ანუ ჭეშმარიტებასა ღვთისასა არ მოიხმარებენ ცხოვრებაში. საქმე ღვთისა ის არის, როდესაც კაცი ღვთისაგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღვთის სწავლას, ღვთის ჭეშმარიტებას მოიხმარს, არსებაში მოიყვანს. რა სარგებელი გექნება, რომ სწავლა, რომელი მოგვცა ჩვენ ღმერთმან იცოდე, გრწამდეს და არ ხმარობდე, არ ასრულებდე მას? სიტყვა ღვთისა, სწავლა ღვთისა, მოცეულ არს ჩვენდამი მოსახმარებლად და არა უქმი ბაასისათვის. უმჯობეს იყო შენთვის სრულიად არა გაგონებად სიტყვისა ღვტისასა, ვიდრეღა გამგონებელმან არა აღსრულებად. ისრე მტკიცედ უნდა იყოს შენს შორის შეერთებული სიტყვა და საქმე, სწავლა და ცხოვრება ქრისტიანული, რომელ ორივე ერთს შენს ბუნებას შეადგენდეს.
 
თემატური კითხვები
0