
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
მრავალს სხვასა საქმესა იქმს კაცი ქვეყანასა ზედა, მრავალფერნი და ურიცხვნი არიან მისნი მოქმედებანი და
მრავალს სხვასა საქმესა იქმს კაცი ქვეყანასა ზედა, მრავალფერნი და ურიცხვნი არიან მისნი მოქმედებანი და მოძრაობანი; გარნა იმაზედ უდიდესი და უპატიოსნესი საქმე არა აქვს კაცსა, რათა არსებაში მოიყვანოს სწავლა სახარებისა, მისი ცხოვრება შეიქნეს სასუფეველი ღვთისა, მისი სული, გული – ტაძარი ღვთისა, მისი მთელი ცხოვრება გადაიქცეს მზგავსებად და ხატად ღვთისა. თუ ამას უმთავრესსა მისსა საქმესა იგი აასრულებს უდებებით, დაუდევნელად, უერთგულოდ, თუ ამა დიდ საქმეს დაივიწყებს, არა რად შთააგდებს, იგი არათუ სიტყვით იქნება უარის მყოფელი ღვთიურის სწავლისა და საღმრთო სჯულისა, არამედ თვით საქმით ერგება მას წყევა ღვთისა.
|