
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 71]
თემა:
რწმენა
რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და
რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შეასრულებ. ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ გამხნევებული და გაღონიერებული იმ აზრით, რომ შეგიძლია, ღვთის შეწევნითა ასრულება იმ საქმისა.
|