
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 82]
თემა:
ღვთისმსახურთა მიმართ
რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთისმსახურებასა? თუკი მონა,
რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთისმსახურებასა? თუკი მონა, უდებებით აღმასრულებელი მსახურებისა, დაისჯება უფლისა მისისაგან, მით უდიდესი სასჯელი არ ერგება მღვდელსა, მდგომარესა თვით წინაშე ღვთისა და შემოქმედისა თვისისა და უდებებით აღმასრულებელსა ღვთისმსახურებისასა? ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ამისა ყოველთვის უნდა გვეშინოდეს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა.
|