წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - საკუთარი თავის უარყოფა
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: საკუთარი თავის უარყოფა

ყოველი კაცის გულში ბუდობს უზომო თავხედობა, ყოველ კაცს უყვარს თავის მოფერება. სოფლის კაცი, ცოდვილი, თითქმის ისე ეფერება თავის თავს და ყოველთა თვისთა ხორციელთა მოთხოვნილებათა ისე აკმაყოფილებს, როგორც დედა მის მკლავზე მჯომარე ჩვილს. თუ კაცის გულში გადიდებულია ამისთანა თავხედობა, მას სადღა შეუძლია ჯეროვნად შეიყვაროს ან ღმერთი, ან კაცი. იგი ყოველთვის მზად არის, თვისი მოყვასი შესწიროს თავის კმაყოფილებას, არა თუ თავი თვისი მოახმაროს მოყვასთა. აღვირ სასხმელად ესრეთისა ვნებისა მაცხოვარი გვასწავლის თავის უარის ყოფას; იგი მოითხოვს, რომ არა ჩვენთვის და ჩვენის ნებით ვსცხოვრობდეთ, არამედ ღვთისათვის და ღვთის ნებით და მოყვასთა სიყვარულით და გვქონდეს თავი დადებული ყოვლისა კეთილისა საქმისათვის.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები